თბილისის მერიაში ხანძარი გაჩნდა

თბილისის მერიის მე-13 სართულზე ხანძარი გაჩნდა. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, ცეცხლი დაახლოებით ოთხ კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. ხანძრის შედეგად ოთახში საოფისე ინვენტარი დაიწვა.

ადგილზე მობილიზებულმა მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება მალევე მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები