ჩინურმა კომპანიამ ბეჟათუბანში გაფიცულების მოთხოვნები დააკმაყოფილა
ხარაგაულში,სოფელ ბეჟათუბანში რკინიგზის გვირაბის გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ გაფიცულების მოთხოვნები დააკმაყოფილა. გაფიცულები სამუშაოს დაუბრუნდებიან.
მოლაპარაკების პროცესში რკინიგზის პროფკავშირი იყო ჩართული. აქცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გაფიცულები უსაფრთხოების ნორმების დაცვას და საშვებულებო თანხის სრულად ანაზღაურებას ითხოვდნენ.