„რატომ მიყვარს თბილისი“ – იან კელის ვიდეომიმართვა (ვიდეო)

0

„რატომ მიყვარს თბილისი“ – ამ სათაურით საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქვერდზე ვიდეო გავრცელდა.

ვიდეორგოლში აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი იმ მიზეზების შესახებ საუბრობს, რატომაც შეუყვარდა თბილისი 40 წლის წინ.

“ჩემი ურთიერთობა თბილისთან 40 წლის წინ დაიწყო. აქ სტუდენტობისას ჩამოვედი. აღტაცებული დამტოვა რამდენიმე რამემ. თბილისი ძალიან ცოცხალი, მულტიეთნიკური და ტოლერანტული ქალაქი იყო. თუმცა, ყველაზე მეტად ხალხის სულისკვეთებამ აღმაფრთოვანა. გამაოცა თუ როგორი თანამედროვე და დამოუკიდებლად მოაზროვნეები იყვნენ თბილისელები და ეს სულისკვეთება 40 წლის შემდეგაც გრძელდება. კვლავ ვხედავ მას თბილისში. ტოლერანტობის, დამოუკიდებლობისა და სიამაყის სულისკვეთებას ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ვთქვა: თბილისი ჩემი სახლია ან მეორე სახლი, ჩემი პირველი სახლი ჩიკაგოა, შტატებში. თბილისში ცხოვრება ჩემთვის შესანიშნავი გამოცდილება იყო”, – აღნიშნავს იან კელი.

კომენტარები

კომენტარი