არის თუ არა საშიში ცოფის ვაქცინა – აუდიტის სამსახურის შეცდომა თუ მიზანმიმართული დისკრედიტაცია – ამირან გამყრელიძის განმარტება

0

ეს ვაქცინა გახლავთ ცოფის ვაქცინა და არა ის გეგმიური ვაქცინები, რომლებიც ჩვენს ბავშვებს უკეთდებათ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძემ ბრიფინგზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციას უპასუხა.

”გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია ერთ-ერთმა პუბლიკაციამ, რომელიც ეხებოდა იმუნიზაციის პროცესს. ის, რაც პუბლიკაციაში წერია, რეალობას არ შეესაბამება და ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გაცემული აქვს რამდენიმეჯერ არგუმენტირებული პასუხი აუდიტის სამსახურისთვის. მათ შორის, გუშინწინ გაიმართა სხდომა აუდიტის სამსახურში, სადაც ჩვენმა წარმომადგენლებმა დაუსაბუთეს აუდიტის სამსახურს ჩვენი პოზიციის მართებულობა. აუდიტის სამსახური დაეთანხმა დაავადებათა კოტროლის ცენტრის წარმომადგენლებს და იყო დაპირება, რომ ეს საკითხი მოიხსნებოდა. მე არ მინდა ვიფიქრო, რომ გამიზნულად ხდება ქვეყანაში დისკრედიტაცია უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციისა, რომელიც დაკავშირებულია იმუნიზაციასთან და მოსახლეობის ვაქცინაციასთან. მედიცინის ისტორიის ბოლო 200 წლის განმავლობაში ამაზე უკეთესი ინტერვენცია საზოგადოებას ჯერ არ მოუგონია, რამაც გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე, დღევანდელი პუბლიკაციის სათაურში არ არის ნახსენები, რომ ეს ვაქცინა გახლავთ ცოფის ვაქცინა და არა ის გეგმიური ვაქცინები, რომლებიც ჩვენს ბავშვებს უკეთდებათ კალენდრის მიხედვით”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პრეკვალიფიკაცია მოუხსნა აღნიშნულ პრეპარატს და ვაქცინა საქართველოშიც კანონით გათვალისწინებული რეგულაციებით მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის 2018 წლის გემგმის მიხედვით მომზადდა, თუმცა საინფორმაციო სააგენტომ არასწორი ინტრპრეტაციით გაავრცელა. იმუნიზაციის პროგრამით საქართველოში 29 222 დოზა, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა გაიხარჯა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით, მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ დოკუმენტშია ნათქვამი. როგორც აუდიტორული საქმიანობის 2018 წლის გეგმაშია აღნიშნული, შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა. „მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს”, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის 2018 წლის გეგმაში. დოკუმენტის თანახმად, აუდიტის ჩატარების პერიოდია 2016-2017 წლები.

კომენტარები

კომენტარი