ოთარ დანელია: გიორგი გახარია პოლიციელის მუნდირს იცავს და ეს მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია

0

“როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არ არის პრობლემა, როცა ადამიანები სასიკვდილოდ გაწირეს და გაუგებარი ქმედებები იყო, რომელიც შეიძლება ტრაგიკულად დასრულებულიყო. საზოგადოებრივი პროტესტი სახეზეა და ეს პროტესტი უსაფუძვლო არ არის”,-ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ კლუბ “ბასიანთან” მომხდარ ინციდენტზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო პერიოდის პროცესები არ არის ის, რაც ხელს შეუწყობს იმ რეფორმებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაწყებული.

“აღსანიშნავია გიორგი გახარიას აქტიური, გახსნილი და პრინციპული პოლიტიკა. მინისტრი პოლიციელის მუნდირს იცავს და ეს მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო პერიოდის პროცესები არ არის ის, რაც ხელს უწყობს იმ რეფორმებს, რომელიც დაწყებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში. პოლიციელის დემოტივაცია არ უნდა მოხდეს ისეთი ქმედებებით, რომელიც ვნახეთ. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და უმსგავსობა, რაც ჩვენს კომპეტენციას სცდება. კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს და ვნახეთ, ძალიან მოკლე დროში როგორი მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა. ამ მიმართულებით პროგრესი დიდია, მაგრამ ამას ხელი ყველა სტრუქტურამ უნდა შეუწყოს. როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არ არის პრობლემა, როცა ადამიანები სასიკვდილოდ გაწირეს და გაუგებარი ქმედებები იყო, რომელიც შეიძლება ტრაგიკულად დასრულებულიყო. საზოგადოებრივი პროტესტი სახეზეა და ეს პროტესტი უსაფუძვლო არ არის”, – განაცხადა დანელიამ.

კომენტარები

კომენტარი