თბილისის საკრებულოსა და GIPA-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

0

თბილისის საკრებულოსა და „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს“ (GIPA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და GIPA-ს რექტორმა მარინე იოსელიანმა მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანს საგანმანათლებლო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და საჯარო სექტორში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლება წარმოადგენს.

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი