"მე დეტალურად გავეცნობი ამ კანონპროექტს და შემდეგ მოგახსენებთ ჩემს აზრს ამასთან დაკავშირებით"
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახალ კანონპროექტს გამოეხმაურა. პრეზიდენტმა რელიგიური მიმართულებების დაფინანსებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ამ ინიციატივას არ იცნობს, თუმცა საკითხით დაინტერესებას გეგმავს. მისივე თქმით, მისთვის რელიგიური ორგანიზაციების შერჩევის პრინციპი უცნობია.
“ჩემთვის შერჩევის პრინციპი ცნობილი არ არის, ამავე დროს საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან საკონსულტაციო შეთანხმების გარანტი და, ბუნებრივია, ეს საკითხები ჩემთვის მნიშვნელოვანია და მაინტერესებს. მე დეტალურად გავეცნობი ამ კანონპროექტს და შემდეგ მოგახსენებთ ჩემს აზრს ამასთან დაკავშირებით “, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.