რუსეთში არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, სასულიერო პირი დააკავეს
სამ არასრულწლოვან გოგონაზე, სექსუალური ძალადობის ბრალდებით, რუსეთში მღვდელი დააკავეს, მას დანაშაული 2009-2013 წლებში აქვს ჩადენილი. ინფორმაციას სააგენტო „Life.ru“ ავრცელებს.
სამართალდამცველების განცხადებით, დამნაშავე მღვდელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, სასჯელს 14 წლით მოიხდის.
გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირი დანაშაულს არ აღიარებს.
როგორც ცნობილია, რუსი მღვდელი ეკლესიიდან 2013 წელს მოკვეთეს, 2016 წლამდე კი ის ისრაელში იმალებოდა.