5 მაისი

10:00
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს და რეგიონული განვითრების ასოციაციის ორგანიზებით კონფერენცია – “სამხარეო განვითრება–გამოწვევები და პერსპექტივები” გაიხსნება.
10:00
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ევროპის კვირეული კონფერენციით “ჩვენი ევროპული არჩევანი” გაიხსნება, რომელსაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი დაესწრებიან. მისამართი: გუდიაშვილის ქ. №7
10:30
“პირველ პრესკლუბში” კოალიცია “ევრაზიული არჩევანი-საქართველოს” ლიდერი არჩილ ჭყოიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: არასამთავრობოების მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
„შერატონში,“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ტურიზმის ადმინისტრაციის მომავალი გეგმების გაცნობა საზოგადოებისთვის.
11:00
“პირველ პრესკლუბში” საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია ”განათლება ყველასათვის – საქართველო” და არასამთავრობო ორგანიზაცია „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ ინკლუზიური განათლების შესახებ ანგარიშს წარმოადგენს და საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

11:00
იუსტიციის სახლის საკონფერენციო დარბაზში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება.
11:00
“რეპორტიორის” პრესკლუბში “ახალგაზრდა ადვოკატების” წევრი მარიამ ნეფარიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: “ახალგაზრდა ადვოკატები” მთავრობას რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სწავლის დაფინანსებისა და შემდგომი დასაქმების პოლიტიკის დანერგვისკენ მოუწოდებს.
11:30
“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30
“რეპორტიორის” პრესკლუბში ამერიკის მოქალაქე, ბიზნესმენი ვალ ირელი ბრიფინგს გამართავს. თემა: ამერიკის მოქალაქეს ქონებას აუქციონით უყიდიან.
12:00
სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” NDI მედიას უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენს.

12:00
თბილისის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის სხდომა გაიმართება. თემა:საცხოვრებელი სადგომით დროებით მოსარგებლეების, ე.წ. ატსტუპნიკების პრობლემები.
12:00
საქართველოს ეროვნულ ბანკს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა ასოციაციას შორის სტუდენტთა სტაჟირების პროექტთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
12:00
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია “კავშირი მდგრადი განვითარებისთვის EKOVISION ეკოხედვას” შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდება. მისამართი: მაზნიაშვილის ქ. №4
12:00
“რედისონში”, ცესკოს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და უწყებათაშორის კომისიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.
12:00
“რეპორტიორის” პრესკლუბში “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ბრიფინგს გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური თემები.

12:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში, შოთა მალაშხია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური ამბები, დავით კოდუას ცემის ფაქტი.
12:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში, თამბაქოს კონტროლის ალიანსი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თამბაქოს ინდუსტრია და მათი ლობისტები; ლობისტების ახალი სია.
12:30
“რეპორტიორის” პრესკლუბში ადვოკატი მამუკა მდინარაძე უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
13:00
“პირველ პრესკლუბში” კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარინა მიზანდარი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საყდრის-ყაჩაღიანის საბადო. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
ქალაქ ადიგენში (თამარ მეფის 6) კოალიცია “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” სამცხე – ჯავახეთის რეგიონალური უფროსი ჯიმშერ გოგოლაური ბრიფინგს გამართავს. თემა: ადიგენის ეროვნული ფორუმის წევრები კოალიცია “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციას” შემუერთდნენ. საკონტაქტო ნომრები: 591005207 ჯიმშერ გოგოლაური, 577209000

13:00
“რეპორტიორის” პრესკლუბში ექსპერტი კახა კახიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: მასობრივი არეულობა უკრაინაში, ბიზნესმენ დავით კოდუაზე თავდასხმა, უკანონო მოსმენები.
13:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანთა და ინვალიდთა, ოფიცერთა კავშირის თავმჯდომარე, ვიცე-პოლკოვნიკი იური გალდავა პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თავდაცვის სამინისტროდან გაურკვეველი მიზნებით გადარიცხული თანხები და მისი განკარგვა, ვეტერანთა ყალბი მოწმობები
13:30
“რეპორტიორის” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ხმალაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: მასობრივი არეულობა უკრაინაში, ბიზნესმენ დავით კოდუაზე თავდასხმა, უკანონო მოსმენები.
13:30
პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე საარჩევნო ჯანდაცვის პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. მისამართი: რუსთაველის გამზ. №32 საკონტაქტო ნომერი: 551 89 89 65
14:00
კოალიცია “ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის” ლიდერები გუდიაშვილის ბაღში კრწანისის მოსახლეობას წარუდგენს მაჟორიტარობის კანდიდატს. საკონტაქტო ნომერი: 577209000

15:00
არასამთავრობოების ორგანიზებით, სახელმწიფო კანცელარიასთან დისკრიმიმაციის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს გააპროტესტებენ.
15:00
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “გამომცემლობა პალიტრა L”-ის შემეცნებითი კონკურსის “თაობა L” დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, II სართ. სააქტო დარბაზი
15:00
ზემო სვანეთში, ჭუბერის საჯარო სკოლაში კალიგრაფიის სკოლა-სტუდიის პრეზენტაცია გაიმართება და მოსწავლე კალიგრაფებისა და პედაგოგის, ლილე ჩხეტიანის კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა.
17:00
სამების საკათედრო ტაძარში, ახალგაზრდულ ცენტრში სხდომა გაიმართება, სადაც პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონის საპროტესტოდ დეკლარაცია გაფორმდება.
17:00
იუსტიციის სახლის საკონფერენციო დარბაზში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება.

18:00
“ჰოლიდეი ინნ-ში”, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან ურთიერთთანაშრომლობის მემორანდუმებს გააფორმებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები