ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

 14 იანვარს, „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში ქართული თეატრის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.
გაიმართა მხატვრულ-ლიტერატურული ინსცენირება – მონო სპექტაკლი ილია ჭავჭავაძის მიერ საქართველოს დრამატული საზოგადოების დაფუძნების შესახებ.
“საქართველოს თეატრალური საზოგადოების” მიერ, ამავე დღეს, “თეატრის მეგობართა კლუბი” დაფუძნდა, რომლის მიზანიც თეატრის განვითარების ხელშეწყობაა.
სპეციალურად თეატრის დღეს დაფუძნდა დავით სარაჯიშვილის სახელობის ჯილდო – „ქართული თეატრის მეცენატი“, თეატრის თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ჯილდო გადაეცა გიორგი თოფაძეს, ბიძინა ივანიშვილს, ღვინის კომპანია „თელავის ღვინის მარანს“, ლაშა პაპაშვილს, გიორგი რამიშვილს და ელგუჯა ბუბუტეიშვილს. დაფუძნდა ასევე, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ჯილდო, რომლის მფლობელებიც ნინო ანანიაშვილი და კირა მებუკე გახდნენ.
ღონისძიებაზე, გაიცა სხვა პრემიებიც: პეტრე ოცხელის სახელობის პრემიიდ მფლობელი მირონ შველიძე და თეიმურაზ მურვანიძე გახდა. ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია გადაეცა მაია ცეცხლაძეს და ვენერა ფეიქრიშვილის. სანდრო ახმეტელის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა სოსო ნემსაძე, აკაკი ხორავას სახელობის პრემია კი გადაეცა მსახიობ ზურა ყიფშიძეს.
ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, მოეწყო საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნი-ალბომის – „ვერიკო ანჯაფარიძე“ პრეზენტაცია. ალბომი, რომლის ავტორიც, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი ჯანბერიძეა, მსახიობის საიუბილეო თარიღს ეძღვნება და ვერიკო ანჯაფარიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას სრულად ასახავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები