ნინო ანანიაშვილს ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია მიენიჭა

ქართული კულტურის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია ნინო ანანიაშვილს მიენიჭა. პრემია პრიმაბალერინას ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით მსახიობის სახლში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გადაეცა. გადაწყვეტილება საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმმა მიიღო.
აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში სპეციალურად თეატრის დღესთან დაკავშირებით დაფუძნდა და გაიცა ორი ჯილდო. დავით სარაჯიშვილის სახელობის ჯილდო – „ქართული თეატრის მეცენატი“ თეატრის თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, ასევე, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ჯილდო.
პროფესიული დღესასწაულის აღნიშვნა 1850 წლის 14 იანვარს გიორგი ერისთავის მიერ დადგმულ სპექტაკლ „გაყრას“ უკავშირდება.
ქართული თეატრის დღე „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აღინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები