ოსიაურის სკოლის მოსწავლეები დაკითხვაზე იმყოფებიან – რას აცხადებს სკოლის დირექტორი

ხაშურის რაიონის, სოფელ ოსიაურის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები, რომლებიც თანაკლასელების დაჭრის ფაქტს შეესწრნენ, დილიდან დაკითხვაზე იმყოფებიან, – ამის შესახებ „კვირას“ სკოლის დირექტორმა თამარ გაგლოშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მოზარდები ხაშურის შს სამმართველოში დილიდან იმყოფებიან და მათ მოწმის სტატუსით ჰკითხავენ.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, გუშინ, 14 იანვარს, ხაშურის ცენტრში, ერთ-ერთ კვების ობიექტში ერთ-ერთი მოსწავლე დაბადების დღეს აღნიშნავდა, სადაც თანაკლასელებიც იმყოფებოდნენ.
ურთიერთშელაპარაკება სკოლის მოსწავლეებსა და უცნობ პირებს შორის მოხდა, რა დროსაც 2 მოზარდი დანით დაჭრეს.
ორივე მათგანი საავადმყოფოშია მოთავსებული. ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას დანით მიღებული დაზიანებები, მუცლისა და სახის არეში აქვს.
რაც შეეხება, მეორეს, მას კლინიკიდან, სავარაუდოდ, დღეს გამოწერენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც “კვირასთვის” გახდა ცნობილი, ორი მოზარდის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი პირი სრულწლოვანია.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე ვადით.
მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები