ზაჰესის დასახლებაში ცოლ-ქმარი მოკლეს

თბილისში, ზაჰესის დასახლებაში ყაჩაღური თავდასხმის შედეგად, ცოლ-ქმარი მოკლეს. გარდაცვლილები ტატიშვილები არიან.
არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს მინი მარკეტი ჰქონდა, თავდამსხმელები მათ სწორედ ძარცვის მიზნით დაესხნენ, თავს, შემდეგ კი მოკლეს.
შემთხვევა ავჭალის 25 ნომერში გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, თავდამსხმელები ტატიშვილების ოჯახის კუთვნილი მინი-მარკეტის დაყაჩაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც მათ მფლობელებმა წინააღმდეგობა გაუწიეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 66 წლის მამაკაცი და 58 წლის ქალი.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 236-ე და 109- ე მუხლებით მიმდინარეობს.
ცხედრები უკვე გადაასვენეს პროზექტურაში.
ოჯახის სხვა წევრები სამართალდამცველებმა დაკითხვაზე გადაიყვანეს.
ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები დილიდან მუშაობენ, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები