ბოდბისხევის ყველაწმინდის – ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის რესტავრაცია განხორციელდა

 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის ყველაწმინდის – ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის რესტავრაცია განხორციელდა. როგორც „კვირამ“ გაარკვია, რესტავრაცია 2017 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად ჩაატარა.
კრამიტის გადახურვა გადაეწყო კირის ხსნარზე, დაახლ. 50% ახალი კრამიტის დამატებით. სამრეკლო-ფანჩატურის კეხი აღდგა (დაახლ. 30-35სმ. სიმაღლე) და დამონტაჟდა ლითონის ჯვარი. ტაძრის გარე პერიმეტრზე მოეწყო 1,5 მ-ის სიგანის ქვაფენილის გარშემოსავლელი. საპირე ქვებს შორის გამოსუფთავდა გამოქარული ადგილები და ამოილესა კირის ხსნარით.

სამუშაოები „წმინდა სტეფანე ხირსელის მამათა მონასტრის აღორძინების კავშირმა“ შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები