სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენლი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ყაჩაღობაში ბრალდებული ი.ხ. დამნაშავედ ცნო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ემუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
როგორც „კვირას“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე,თაღლითობისთვის ნასამართლევმა ი.ხ.-მ ბოლნისის რაიონში მდებარე მარკეტში მოლარეს დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით, თანხა მოსთხოვა. ი.ხ.-მ დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ვინაიდან აღნიშნული მარკეტის წინ მოქალაქეები გამოჩდნენ.
სამართალდამცველებმა ი.ხ. 2017 წლის 25 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ი.ხ. წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები