თბილისის იუსტიციის სახლში ქორწინების ახალი სახლი საზეიმოდ გაიხსნა (ვიდეო)

   თბილისის იუსტიციის სახლში დღეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქორწინების ახალი სახლი საზეიმოდ გაიხსნა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ წყვილს – ნიკა ჩიტიშვილსა და ასმათ ნასყიდაშვილს თავად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უმასპინძლა და მათთან ერთად გახსნა ქორწინების სახლი. ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიალის ჩატარების შემდგომ, მინისტრმა ახლადდაქორიწინებულებს გაბედნიერება მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, შეიცვალა ქორწინების მოწმობის ძველი დიზაინი და დღეიდან საქართველოში ყველა დაქორწინებულ წყვილს ახალი დიზაინის, ორიგინალური ქორწინების მოწმობა გადაეცემა.
ცნობისთვის, იუსტიციის სახლში, სანაპიროს ქუჩა #2–ში მდებარე ქორწინების სახლის სამუშაო დღეებია: ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა, ორშაბათი (დასვენების დღეები: სამშაბათი, ოთხშაბათი). მოქალაქეთა მიღება წარმოებს: 09:30–დან 17:00 საათამდე.
აღნიშნულ სამსახურში, ქორწინების რეგისტრაციის სპეციალური საზეიმო მომსახურების საფასური შაბათ–კვირას – 150 ლარი, ხოლო სხვა ნებისმიერ სამუშაო დღეს 90 ლარი იქნება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=XSDTbJDQRwU” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები