ოზურგეთის რაიონში სომხეთის მოქალაქე გაძარცვეს

ოზურგეთის რაიონში სომხეთის მოქალაქე, 31 წლის ბიზნესმენი – არტურ სუკასიანი გაძარცვეს. მას დღეს დილით საკუთარი სახლის სადარბაზოში, ძარცვის მიზნით, თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ბიზნესმენს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და 30 ათასი ლარი გაიტაცეს.
სუკასიანი ოზურგეთიდან ლილოს ბაზრობაზე საქონლის შესაძენად მიდიოდა. დაშავებული ბიზნესმენი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. სამართალდამცველებს თავდამსხმელები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები