“დინამოს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე, „დინამოს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამთენიისას, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
სამართალდამცველებმა აღნიშნული ბრალდებით, ერთი პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები