თბილისში, ყოფილმა ქმარმა ცოლს 14 ჭრილობა მიაყენა-მისი მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისში, მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და მისი მეგობარი მამაკაცი დაჭრა. 32 წლის ქალს ყოფილმა მეუღლემ 14 ჭრილობა მიაყენა. არსებული ინფორმაციით, აქედან 4 ნაკვეთი ჭრილობა საზარდულის არეში, 10 კი მუცელში. შემთხვევა წმინდა ბარბარეს უბანში მოხდა.

დაზარალებული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი ქალის მეგობარი მამაკაციც.

სისხლიან ანგარიშსწორებას წინ დაპირისპირებაც უძღოდა. ქალი კი სახლში ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა.
ავშები თავდასხმის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ. ბინის მეპატრონე კი ყვება, რომ ყოფილი მეუღლე ქალზე სისტემატურად ძალადობდა, დახმარების თხოვნით კი დაზარალებულმა პოლიციას რამდენჯერმე მიმართა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ოჯახური ძალადობის საფუძველზე ორი პირის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა 40 წლამდე მამაკაცი უკვე დააკავეს. იგი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები