„სადახლოზე“ არადეკლარირებული სიგარეტის უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, 2000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებულ სიგარეტთან ერთად 17,65 ლიტრი ალკოჰოლური სასმელი, რუსეთის მოქალაქის, ლ.ვ-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას აღმოაჩინეს.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა“ –აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები