ეროვნული მუზეუმი მსოფლიო აქციას პირველად უერთდება

ეროვნული მუზეუმი მსოფლიო აქციას პირველად უერთდება. #მოდიმუზეუმში, გადაიღე “სელფი” და ატვირთე ჰეშთეგით #MuseumSelfie და #GNMuseumSelfie.

აქცია თავდაპირველად 2014 წელს ტვიტერში მსოფლიო მუზეუმების პოპულარიზაციის მიზნით დაიწყო. დამთვალიერებელები სხვადასხვა სამუზეუმო სივრცეში „სელფებს“ იღებენ და სოციალურ ქსელში ერთი მთავარი გზავნილის ჰეშთეგის მეშვეობით ტვირთავენ.
ამ წამოწყების მიზანი სოციალურ ქსელებში მუზეუმების მეტი ინტეგრაციაა. დამთვალიერებელები მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა ექსპონატთან ჩერდებიან და სელფს იღებენ, მერე კი საკუთარ ფოტოებს ინსტაგრამზე, ტვიტერსა და ფეისბუქგვერდებზე პოსტავენ.
ეროვნული მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ანო ვერულაშვილმა „პირველ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აქცია – „მოდი მუზეუმში და გადაიღე სელფი“ 17 იანვარსაა დაგეგმილი და ელის ყველას, ვისაც ხელოვნება და ფოტოების გადაღება უყვარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები