გოგა ხაინდრავა: ყველა უნდა მიხვდეს, თუ რამხელა საფრთხეა ტერორიზმი და ამ საფრთხემ, შესაძლოა, საქართველოშიც მოიკიდოს ფეხი

0

„ყველა უნდა მიხვდეს თუ რამხელა საფრთხეა ტერორიზმი და ამ საფრთხემ, შესაძლოა, საქართველოშიც მოიკიდოს ფეხი“ – აცხადებს რეჟისორი გოგა ხაინდრავა და საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება.
ამასთან, გოგა ხაინდრავა არასამთავრობო სექტორს და ზოგიერთ პოლიტიკოსს სიფრთხილსკენ მოუწოდებს, რათა თავი შეიკავონ ამ თემასთან დაკავშირებული განცხადებებისგან.რეჟისორი ამბობს, რომ ტერორიზმი არის საფრთხე,
რომელმაც, შესაძლოა, საქართველოშიც მოიკიდოს ფეხი.
„ეს არის ძალიან რთული თემა, ეს ქვეყნის უსაფრთხოებას და თითოეული ჩვენგანის ოჯახებს და შვილებს ეხება. ერთი ცალსახად შემიძლია ვთქვა, ვაკჰანალიაა, რაც პრესიდან, ე.წ არასამთავრობო სექტორიდან და დროში ჩარჩენილი პოლიტიკოსებიდან მოდის. ეს არის სრული სიგიჟე და უგუნურება. ყველა, ვისაც საქმე არ აქვს და არ აქვს საკმარისი განათლება, ამ თემაშია ჩართული და არ ფიქრობენ რა შეიძლება მოუტანოს ამან ჩვენს ქვეყანას და ცალკეულ ადამიანებს. მე ვფიქრობ, დიდი დაკვირვება მართებს ქართულ საზოგადოებას. ეს თემა არის XXI-ის ჭირი. ყველა უნდა მივხვდეთ, რომ ლაპარაკი მიდის უდიდეს საფრთხეზე, რომელმაც შესაძლოა საქართველოშიც მოიკიდოს ფეხი“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ცნობისათვის, 26 დეკემბერს სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო გიორგობიანის განცხადებით, უწყებამ ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერისა და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით, 5 პირი დააკავა.
დაკავებულთაგან, სპეცოპერაციის დროს, თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა და 10 დეკემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი