თბილისი CNN-ის 2018 წლის სარეკომენდაციო სიაში მოხვდა

თბილისი CNN-ის 2018 წლის სარეკომენდაციო სიაში მოხვდა – „მსოფლიოს 7 საინტერესო ქალაქი, რომელიც უნდა ნახო“,- იუწყება CNN-ის ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია.
„თბილისი, საქართველო: ჰოლივუდი. ჰიპსტერი ცხელი წერტილი“, – ასეა დასატაურებული თბილისის ფოტო. ხოლო მინაწერში აღნიშნულია, რომ  ბოლო 18 თვის მანძილზე საქართველოს დედაქალაქმა მიიღო „ლისაბონ 2018“-ის ტიტული.  და რომ ქალაქი თანდათან მსოფლიოს ერთ-ერთი სასურველი ცენტრი ხდება  მოდის, ხელოვნებისა და კულტურის თვალსაზრისით.
ინფორმაციაში ნახსენებია თბილისის ახალი მერი, ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე, და რომ ქალაქის  მომავალი წლის ბიუჯეტი 334 მილიონი დოლარი იქნება, რომელიც თბილისის ტრანსპორტსა და ინფრასტრუქტურას მოხმარდება.
თბილისი საუკეთესოა: მერსედეს ბენცის, მოდის კვირეულის, ტექნომუსიკის და ღვინის მხრივ.
ხოლო სიახლეა ის, რომ თბილისში ნოემბერში „მალჰოლანდ დრაივის“ და  „თვინ პიკსის“  ცნობილი ამერიკელი რეჟისორი და პროდიუსერი დევიდ ლინჩი იმყოფებოდა. მოლაპარაკებები გაიმართა კინოს ინსტიტუტის გახსნის თაობაზე, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები