კობა ნარჩემაშვილი: ნარკო-ლიბერალიზაციისკენ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ

ფრაქცია “ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების” წევრი კობა ნარჩემაშვილი საპატრიარქოს იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ისინი ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ, პატიმრობის შეფარდებას წინააღმდეგ გამოვიდნენ. როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტი კარგ დებულებებს შეიცავს, თუმცა გარკვეული ნიუანსები გამოსასწორებელია.
მისივე თქმით, ის ემიჯნება პარლამენტის გარედან მართულ ნებისმიერ პროცესს.
“გარკვეული ნაბიჯები ნარკო-ლიბერალიცაზიისკენ გადასადგმელი გვაქვს. კანონპროექტი კარგ დებულებებს შეიცავს, თუმცა არის ზოგიერთი ნიუანსი, რომელსაც მეც არ ვეთანხმები და გამოსასწორებელია. მაგრამ მე კატეგორიულად ვემიჯნები, როგორც პარლამენტის წევრი პარლამენტის გარედან მართულ ნებისმიერ პროცესს. მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო საქმიანობა ჩვენი კომპეტენციაა. პირველ რიგში ამ საკითხზე თანხმობა უნდა იყოს უმრავლესობაში”,-აღნიშნა კობა ნარჩემაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება სადაც წერია, რომ ნარკოტიკების მოხმარება მძიმე ცოდვაა, მაგრამ საქართველოს საპატრიარქო არასოდეს უჭერდა მხარს და არც ახლა ეთანხმება ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები