ჭერემის მამადავითის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭერემის VI-VII საუკუნეების ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ეკლესიას, 2018 წლის 9 იანვარს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანების მიხედვით მიენიჭა.
ჭერემის მამადავითის ეკლესია მდებარეობს სოფლის განაპირას, ძველ სასაფლაოზე. აგებულია მე-6-7 სს. წარმოადგენს სამეკლესიან ბაზილიკას. გვერდითა ეკლესიები ერთმანეთთან დაკავშირებულია დასავლეთის დერეფნით. სამხრეთის ეკლესია სამხრეთით სვეტზე დაყრდნობილი ორი თაღით იყო გახსნილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები