თბილისის ოპერის თეატრში „ოპერა – ფანტაზიას“ დანიელ ორენი უდირიჟორებს

16 და 18 იანვარს, 20 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ორ კონცერტს უმასპინძლებს, რომელთაც ჩვენი დროის უდიდესი მაესტრო, თბილისის ოპერის თეატრის მუსიკალური დირექტორი – დანიელ ორენი უდირიჟორებს.
როგორც „კვირას“ ოპერის თეატრში განუცხადეს, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი. შესრულდება ფრაგმენტები ვერდის ოპერებიდან – „ბედის ძალა“, „დონ კარლოსი“, „ტრუბადური“, „ტრავიატა“, ნაბუკო“, „მაკბეთი“, „აიდა“, ასევე, როსინის ოპერიდან -„სევილიელი დალაქი“, ბიზეს ოპერიდან – „კარმენი“, პუჩინის ოპერიდან – „მანონ ლესკო“, მასკანის „სოფლის ღირსება“, ასევე, რაველის „ბოლერო“.
დანიელ ორენი სხვადასხვა დროს მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებდა იტალიის ისეთ თეატრებში, როგორიცაა ტრიესტეს Teatro Verdi, ნეაპოლის Teatro San Carlo, გენუის Teatro Carlo Felice. 2007 წლიდან ორენი სალერნოში (იტალია) ვერდის სახელობის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, 2018 წლიდან კი თბილისის ოპერის სახელმწიფო თეატრის მუსიკალური დირექტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები