ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეა  გოგი ქვრივიშვილის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

16 იანვარს, 19:00 საათზე,  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში  გოგი ქვრივიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება. როგორც „კვირას“ ფოკლორის ცენტრში განუცხადეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება  როგორც ფერწერული, ასევე ორიგინალურ ჟანრში შესრულებული 100-მდე ექსპონატი.
გოგი ქვრივიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქსოვილების მხატვრული გაფორმების მიმართულებით. ის არის საქართველოს საერთაშორისო მხატვართა კავშირის წევრი. მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში. გოგი ქვრივიშილი მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მხატვარ-დეკორატორად.
გამოფენა  19 იანვრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები