ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში პოეზიის კარნავალი გაიმართება

15 იანვარს, 15:00 საათზე,  ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში პოეზიის კარნავალი გაიმართება.
როგორც „კვირას“ თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში განუცხადეს, ღონისძიებაში მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პოეზიის კლუბის წევრები, რომლებიც გააცოცხლებენ დროში და სივრცეში დაშორებულ პოეტებს და მათ შემოქმედებას იმ მარტივი ჭეშმარიტების დასტურად, რომ პოეზიის იდეა მარადიულია და ყოველთვის შესაძლებელია მისი პრეზენტაცია.
კარნავალში მონაწილეობენ: აზა ბაქრაძე, ალექსანდრე ჯიქია, სოფო სამხარაძე, ირაკლი ტუღუში, ვაჟა გორგაძე, გიორგი ხუმარაშვილი,  ირაკლი მარჯანიშვილი, თათია ქურციკიძე, მაკო გრინი, ანამარია.
პოეზიის კლუბის ხელმძღვანელი, პროფესორი ცირა ბარბაქაძე
მისამართი: თბილისი, ჩახრუხაძის 17, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
დასწრება თავისუფალია
სტუმრები დაიშვებიან საკარნავალო ნიღბებით და აქსესუარებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები