ბრიუსელი ქართული ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს

17-23 იანვარს, ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცნობილი ცენტრი  BOZAR ქართული ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს.
ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიება ფესტივალის – BRIDGES. EAST OF WEST FEST ფარგლებში გაიმართება, სადაც ქართული კინო შემდეგი პროგრამით იქნება წარმოდგენილი:
18 იანვარი, 19:00 საათი – “როცა დედამიწა მსუბუქია“;
19 იანვარი, 21:30 საათი – “საშიში დედა”;
20 იანვარი, 21:30 საათი – “მძევლები”;
21 იანვარი, 11:00 საათი – “ცისფერი მთები”;
21 იანვარი, 20:00 საათი – “დედე”.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ქართული ფილმების ავტორებთან დამსწრე საზოგადოება კითხვა – პასუხის (ე.წ. Q&A ) ფორმატში შეძლებს გასაუბრებას.
საქართველოს გარდა ფესტივალზე BRIDGES. EAST OF WEST FEST მონაწილეობს სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდოვა და უკრაინა.
ეროვნული კინოცენტრი ფესტივალის ერთ-ერთი პარტნიორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები