ლაიფციგში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, თანამედროვე არტისტების გამოფენა გაიხსნება

 13 იანვარს, გერმანიის ქალაქ ლაიფციგის Spinnerei-ის ტერიტორიაზე თანამედროვე არტისტების გამოფენა – „ქართული ანაბეჭდი“/Georgisches Abdruck გაიმართება.
გამოფენა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით და  2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში მოეწყობა.
ცენტრის მესვეურთა თქმით, გამოფენაზე წარდგენილი იქნება ქაღალდზე შესრულებული ნამუშევრები და ფოტოგრაფია, რომელთაგან ნაწილი ვიზუალური წიგნის ილუსტრაციებია და ნაწილიც შესრულებულია მომავალი წიგნებისათვის.
საკუთარ ნამუშევრებს გერმანელ დამთვალიერებელს გურამ წიბახაშვილი, მაიკო კაპანაძე, რიტა ხაჩატურიანი, თინათინ კიღურაძე, დავით კუხალაშვილი, სოფია ლაპიაშვილი, გიორგი მაღრაძე და თამარ ნადირაძე წარუდგენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები