,,ერთი საათი თეატრში’’ – შეხვედრის ადგილია მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმი

12 იანვარს, 15:00 საათიდან 16:30 საათამდე, მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმში თეატრალური მოგზაურობა ,,ერთი საათი თეატრში’’ გრძელდება.
„ძვირფასო, სკოლის მოსწავლეებო! ჩვენი თეატრალური მოგზაურობა ,,ერთი საათი თეატრში“ისევ გრძელდება.
შეხვედრების ადგილი უცვლელია — მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმი.
მოსწავლეები მუზეუმში სტუმრობისას გაეცნობიან: თეატრის ისტორიას, მუზეუმში დაცულ საარქივო მასალებს და უნიკალურ ფოტო არქივს, ცნობილი მხატვრების პეტრე ოცხელის, ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის და სხვა თეატრალური მხატვრების ნამუშევრებს.
მოეწყობა მინი ექსკურსია- სცენა და კულისები, თეატრალური დეკორაციები, პარიკები და კოსტიუმები, ყველაფერი რაც ქმნის თეატრს.
მუზეუმში გატარებული დრო მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, გაიგონ თეატრის შესახებ უფრო მეტი, ვიდრე იცოდნენ.
მაშ ასე! გელით, დანარჩენზე მგზავრობის დროს ვისაუბროთ, შეხვედრამდე!“ – აღნიშნულია მსურველთათვის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბილეთის ფასი – 2 ლარი (ბილეთის შეძენა – თეატრის სალაროში)
შეხვედრების მასპინძელია მუზეუმის მთავარი მცველი რუსუდან შოშიტაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები