ეთნოგრაფიულ მუზეუმში საახალწლო წვეულება გრძელდება

13 და 14 იანვარს, 13:00 საათიდან, მსურველებს ბავშვებთან ერთად, იწვევს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზუმიდან აცნობეს, თოვლის პაპასთან ერთად, ბავშვებს უმასპინძლებენ ოჩოპინტრე, ქართული ხალხური ზღაპრების პერსონაჟები და ოჩოფეხებზე შემდგარი აკრობატი. მოეწყობა ძველი ქართული თამაშობები, თეატრალური წარმოდგენები და სხვა სახალისო აქტივობები, რომლებშიც ბავშვები თავად მიიღებენ მონაწილეობას.
ფოლკლორული ანსამბლი “ერქვანი” შეასრულებს ქართულ ხალხურ სიმღერებს. ღონისძიებას დაასრულებს ქართული ცეკვის ანსამბლ “ეგრისის” კონცერტი მუზეუმის ამფითეატრში.

წვეულება გაიმართება: 13 და 14 იანვარს, 13:00-დან 15:00 საათამდე.

მისამართი: გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი, კუს ტბის ასახვევი 1.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები