დავით კოდუას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

   ნაცემი დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმე რჩება, თუმცა ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბიზნესმენი ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ის კვლავ ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
ექიმები დამატებით ოპერაციას გამორიცხავენ და ვარაუდობენ, რომ კოდუას პალატაში 2 დღეში გადაიყვანენ.
ერეკლე კოდუას სახეზე რამდენიმე მოტეხილობა აღენიშნება.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ნაშუადღევს აბაშიძის ქუჩაზე ერეკლე კოდუას ძმას, დავით კოდუას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კოდუა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონ „ლედი შარმიდან“ გამოდიოდა, როდესაც თავდამსხმელებმა ის სასტიკად სცემეს.
მომხდარიდან რამდენიმე საათში შსს-მ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ერთი პირი – ნოშრევან ნამორაძე დააკავა.
1976 წელს დაბადებული ნოშრევან ნამორაძე შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში საკუთარი ნებით გამოცხადდა და განაცხადა, რომ მან დავით კოდუა შურისძიების ნიადაგზე სცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები