ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციის წევრები თავიდან ბოლომდე დამოკიდებულები არიან იმ მესიჯებზე, რა მესიჯებიც მოდის მათი გარე უფროსების მხრიდან

“ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია საერთოდ აღარ მუშაობს (საშტაბო მუშაობას ვგულისხმობ), არც ველზე არ მუშაობენ, თავიდან ბოლომდე არიან დამოკიდებულები იმ მესიჯებზე, რა მესიჯებიც მოდის მათი გარე უფროსების მხრიდან,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მომხრეების რაოდენობა გაიზარდა.

“ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ კონკრეტულ ევრობიუროკრატებს, რომლებიც თავიდან ბოლომდე არიან არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველობის გავლენის ქვეშ. ჩვენ მათი დღის წესრიგი საერთოდ არ გვაინტერესებს – ჩვენ ვემზადებით იმგვარად, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებში. თბილისში, ჩვენი მიზანია, რომ პირველივე ტურში მოვიგოთ მერის არჩევნები. ეს ყველაფერი ეყრდნობა რეალობას, კონკრეტულ კვლევებს, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და იმ განწყობას, რაც არის საზოგადოებაში წინა არჩევნებიდან მოყოლებული, სადაც ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა ჩვენი მოსახლეობის და 54% ავიღეთ. მას მერე კიდევ გაიზარდა ჩვენი მომხრეების რაოდენობა და შემცირდა რადიკალური ოპოზიციის მომხრეების რაოდენობა. ეს გამოიწვია რამდენიმე მიზეზმა: ჩვენი საზოგადოება დარწმუნდა იმაში, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკა იყო უალტერნატივო,” – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები