ქუთაისის აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას

ქუთაისის აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
როგორც „კვირას“ ქუთაისის აეროპორტის ცნობათა ბიუროში განუცხადეს, ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა თელ-ავივიდან ორი ავიარეისი ვერ მიიღო და ერთ-ერთ რეისის დაშვება თბილისის ნაცვლად ქუთაისში განხორციელდა.
როგორც „კვირას“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, ისრაელიდან გამოფრენილი ერთი თვითმფრინავი უკან, თელ-ავივში დაბრუნდა,
შეგახსენებთ, რომ უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 რეისი გაუქმდა, 5 კი გადაიდო.
ამჟამად თბილისის საერთაშორისო აეროპორტიც ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები