შემზარავი კადრები ოდესიდან (ფოტოკოლაჟი. + 16)
სოციალურ ქსელში გავრცელდა ოდესაში დატრიალებული ტრაგედიის ამსახველი მძიმე კადრები. ფოტომასალამ, სადაც გარდაცვლილთა, მათ შორის ფეხმძიმე ქალის ცხედრებია ასახული მთელი მსოფლიო შეძრა.
შეგახსენებთ, რომ პარასკევს საღამოს ოდესის ცენტრში ევრომაიდნის მომხრეებსა და მათ მოწინააღმდეგეებს, მოძრაობა “კულიკოვო პოლე”-ს წევრებს შორის შეტაკება მოხდა. არეულობის დროს პრორუსი მომიტინგეები პროფკავშირების სახლში ალყაში მოექცნენ, რომელსაც ყველა მხრიდან ,,მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინეს. შენობა ცეცხლის ალში გაეხვა. დაღუპულია 46 ადამიანი, 214 კი მძიმედ დაშავდა. ასევე დაიწვა ფედერალიზაციის მომხრეთა ბანაკიც.
,,კვირა“ ამ უმძიმესი კადრების ამსახველ ფოტოკოლაჟს გთავაზობთ: