გუშინ ქარიშხალმა „მელისამ“ ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და კუბაში, იამაიკასა და ჰაიტიში მასშტაბური ნგრევა გამოიწვია.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ასობით ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.
ქარიშხალი შესუსტებული შტორმის სახით კვლავ აგრძელებს მოძრაობას ბაჰამის კუნძულებზე.
“მელისას” მიერ მიყენებული ზარალის მასშტაბები გაურკვეველია, რადგან დაზარალებულ რაიონებში ელექტროენერგიის ფართომასშტაბიანი გათიშვა და სახიფათო პირობები გაგრძელდა.
ქარიშხალი თავდაპირველად იამაიკას მე-5 კატეგორიის შტორმის სახით დაატყდა თავს და ატლანტიკის ოკეანში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იყო.
ჰაიტიში დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, ხოლო 18 ადამიანი დაკარგულად ითვლება. რვა გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა იამაიკაში და ერთი დომინიკის რესპუბლიკაში, სადაც კიდევ ერთი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.
მეტეოროლოგების შეფასებით, ქარიშხალმა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში სამხრეთ ფლორიდასაც მიაღწიოს, რის გამოც ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.