ადვოკატი: გორნაკაშვილის პირადი სურვილია, საზოგადოებამ, ამ ეტაპზე, არ გაიგოს ის ინფორმაცია, რაც მისთვის ცნობილია

„გორნაკაშვილის პირადი სურვილია, რომ საზოგადოებამ, ამ ეტაპზე, არ გაიგოს ის ინფორმაცია, რაც მისთვის არის ცნობილი“, – ამის შესახებ ზურაბ გორნაკაშვილის ადვოკატმა ირაკლი ბენიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც მთავარი პროკურატურა დატოვა.
დღეს, საგამოძიებო უწყებაში, პანკისსა და თბილისში დაკავებულების ადვოკატებს გაუთქმელობაზე ხელი მოაწერინეს.
ირაკლი ბენია ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ინფორმირებული იყო ხელწერილთან დაკავშირებით.
„ხელწერილს მოვაწერე ხელი, რომ არ გავამჟღვნებ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც წარმოებაშია, მიღებული თანხმობის გარეშე. ვესაუბრე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირსაც, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მასაც ჰქონდა მიღებული, იქიდან გამომდინარე, რომ არც მას სურს გარკვეული დეტალების გამჟღავნება. მისი პირადი სურვილია, რომ საზოგადოებამ, ამ ეტაპზე, არ გაიგოს ის ინფორმაცია, რაც მისთვის არის ცნობილი,“- განაცხადა ირაკლი ბენიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები