ბრაზილიის ციხიდან 77 პატიმარი გაიქცა

ბრაზილიის ციხეში ბუნტი მოხდა, შედეგად 9 პატიმარი დაიღუპა, 77 კი ციხიდან გაიქცა. სამართალდამცველების განცხადებით, ბუნტის დროს მათ მხოლოდ 29 მსჯავრდებულის დაკავება მოახერხეს. ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს.
ციხის სამართალდამცველის განცხადებით, პატიმრებს შორის მომხდარი შეტაკება კონტროლს ექვემდებარება და უსაფრთხოების ზომები დაცულია.
ბრაზილიის ციხეების უმეტესობა, ძლიერი კრიმინალური დაჯგუფებების მიერ, იარაღით, ნარკოტიკებითა და მობილური ტელეფონებით კონტროლდება.
სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ბრაზილიის ციხეებში პატიმრების ჭარბი რაოდენობაა. ერთ-ერთ 122-ადგილიან საპატიმროში 423 ადამიანი იხდის სასჯელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები