ანზორ მელია: პაციენტების 80 პროცენტი იმიტომ დავკარგე, რომ ნიკა მელიას მამა ვარ

„ნიკა ნერვული სისტემა მოთოკე!” – ურჩევს ცნობილი კარდიოლოგი და კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი ანზორ მელია შვილს.
ამასთან, ანზორ მელია გაზეთ „ასავალ-დასავალის“ დღევანდელი ნომრის ფურცლებიდან, ნიკა მელიას კიდევ სხვა დარიგებებს აძლევს.
„როგორც ჩემი მეუღლე და დედაშენი გეუბნება, არ შეიძლება, ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენო! თითოეული პიროვნების უკან მეუღლე, შვილები დგანან… ნიკა, მოთოკე ნერვული სისტემა. 2012 წლის 1 ოქტომბერს არჩევნების დროს, ჩემი თანამშრომლები, რომლებიც რაიონებში არიან ჩაწერილები, ერთი დღით გავათავისუფლე – წადით „ქართულ ოცნებას“ ხმა მიეცით – თქო. მაშინ ნიკა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ ყოფილა. ეს ამბავი მთავრობაში ყველამ იცოდა, მაგრამ არავინ შემხებია, ახლა იცით რა ხდება? ჯემალ ჭკუასელი იწვა ჩემს კლინიკაში, უმძიმეს მდგომარეობაში მოიყვანეს.. ახლობლები რომ გებულობდნენ, ანზორ მელიას კლინიკაში იწვა, პირდაპირ ეუბნებოდნენ – ვერ მოვალთ, ვერ გნახავთო! პაციენტების 80 პროცენტი იმიტომ დაიკარგა, რომ ნიკა მელიას მამა ვარ! ასე ქვეყანას ეშველება??? არ ეშველება! – აცხადებს ანზორ მელია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები