ავტომობილთა ინსპექტირების პროცესი გამარტივდება
”საქართველოს ავტომობილთა ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის” ორგანიზებით, ”ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს”, ”სსიპ აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელთან პაატა გოგოლიძესთან შეხვედრა გაიმართა.
როგორც ”საქართველოს ავტომობილთა ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრას, რომელიც დღეს გაიმართა, ესწრებოდნენ საქართველოში არსებული პერიოდული ინსპექტირების ცენტრების ხელმძღვანელები და დამფუძნებლები.
შეხვედრაზე განიხილეს ”ერთიანი ელექტრონული პროგრამაში” პერიოდულიინსპექტირების ცენტრების ჩართულობის საკითხები. 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ”ერთიანი ელექტრონული პროგრამა” დაკავშირებული იქნება შსს-ს ”მომსახურების სააგენტოს ბაზასთან”, რომლის საშუალებითაც ავტომობილთა ინსპექტირების პროცესი იქნება გამარტივებული. ამასთან, გამორიცხული იქნება პერსონალის მხრიდან გადაცდომების რისკები. პროგრამის საშუალებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუმარტივდება კანონის აღსრულება ავტო-სატრანსპორტო საშუალებების მიმართ.