ნიუ-იორკში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ნიუ-იორკში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს ხანძარი გაუჩნდა, შედეგად დედა და 3 შვილი დაიღუპა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზად, ცეცხლმოკიდებული სანთელი სახელდება, ებრაული ოჯახი ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავდა, როდესაც დასაძინებლად წასულ ოჯახს, სანთლის ჩაქრობა დაავიწყდა, შედეგად კი, ცეცხლი ჯერ ფარდებს, შემდეგ, სახლს მოედო.
სახლში ბავშვების მამა, 15 წლის დანიელი და 16 წლის შალიტაც იმყოფებოდნენ, ბავშვებმა მეორე სართულიდან გადმოხტომა და გადარჩენა მოახერხეს. სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები