მექსიკელი ჟურნალისტი საშობაო ფესტივალზე მოკლეს

მექსიკელი ჟურნალისტი გუმარო პერეს აგილანდო, საკუთარი შვილის სკოლაში, საშობაო ფესტივალზე იმყოფებოდა, როდესაც უცნობი მამაკაცი სკოლის შენობაში შეიჭრა და, ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით, ჟურნალისტი სოცოცხლეს გამოასალმა. მკვლელობა ასობით მოსწავლისა და მათი მშობლების თანდასწრებით მოხდა.
34 წლის ჟურნალისტი, პუბლიკაციებს სხვადასხვა დანაშაულებრივ პრობლემებზე და ნარკორეალიზატორებზე წერდა და აღნიშნავდა, რომ ქვეყანაში კრიმინალური დაჯგუფებების რაოდენობა და მათი აქტივობები გაიზარდა.
გამოცემა “theguardian.com“-ის ინფორმაციით, ჟურნალისტი ადგილობრივი ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში მუშაობდა.
პერესი უკვე მეთორმეტე ჟურნალისტია, რომელიც მექსიკაში 2017 წელს მოკლეს.
ვერაკრუსის პროვინცია, რომელიც მექსიკის ყურესთან მდებარეობს, ქვეყნის ერთ-ერთი საშიში ადგილია ჟურნალისტებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები