თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯაძის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის კვეთამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება“,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19-დან 24 დეკემბრის ჩათვლით, ჯორჯაძის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის კვეთამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით“,- ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები