სასტუმრო “ლეოგრანდში” დაღუპულთა ოჯახების ნაწილს კომპენსაცია გადაეცა

სასტუმრო „ლეოგრანდის“ ადვოკატის კახა წერეთელის განცხადებით, „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახების ნაწილს კომპენსაცია უკვე გადაეცა.
მისი თქმით, ნაწილთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.
ამასთან, წერეთელი აცხადებს, რომ საგამოძიებო ორგანოში სასტუმროს თანამშრომელთა დაკითხვა და სასტუმროში ექსპერტების მუშაობა ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.
„უკვე ცნობილია, რომ მფლობელები დაიკითხნენ. აქტიურად იკითხებიან სასტუმროს თანამშრომლები, სასტუმროში კი ექსპერტები მუშაობენ. მიმდინარეობს დოკუმენტაციის მოძიებაც. რაც შეეხება თავად მომხდარ უბედურებას, ამ საქმეში რაიმე სიახლე ჯერ არ გვაქვს“, – აცხადებს წერეთელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები