11 ქართული ფილმი საქართველოს დაუბრუნდება

ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, საქართველოში რუსეთის „გოსფილმოფონდში” დაცული კიდევ თერთმეტი ქართული ფილმი ბრუნდება.
18 დეკემბერს  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მხარდამჭერი კომპანიების წარმომადგენლები გაუძღვებიან. ქართული ფილმების დაბრუნების მხარდაჭერნი არიან: კულტურის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი, „თი-ბი-სი ბანკი”, „ჯი-ემ-თი ჯგუფი” და კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები