სასწრაფოდ: მიცკევიჩის ქუჩაზე აფეთქების და სროლის შედეგად 2 მამაკაცი გარდაიცვალა

  რამდენიმე წუთის წინ მიცკევიჩის ქუჩაზე, 29 ა ნომერში, დედათა და ბავშვთა სამკურნალო – პროფილაქტიკურ ცენტრში, აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ორი მამაკაციდან ერთ-ერთი სამკურნალო ცენტრის ექიმი, 60 წლის ზურაბ ბენდელიანია. ის დერმატო-ვენეროლოგი და პროფესორი იყო.
„კვირას“ ინფორმაციით, აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე ბენდელიანთან ამ დროისთვის დაუდგენელი პირი მივიდა და მასთან ერთად ოთახში ჩაიკეტა. მამაკაცებს შორის შელაპარაკება მოხდა, რასაც ჯერ გასროლა, შემდეგ კი აფეთქება მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ბენდელიანმა თანმხლებ პირთან კამათის შემდეგ, მას ცეცხლსასწოლი იარაღიდან ესროლა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ამ ფაქტიდან რამდენიმე წუთში კი, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, შენობაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ბენდელიანი  დამწვრობით დაიღუპა.
„კვირა“ ცდილობს მომხდარის შესახებ დეტალების გარკვევას. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები