პუტინი: რასაც სააკაშვილი აკეთებს, ქართველი და უკრაინელი ხალხის სახეში შეფურთხებაა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორის მოქმედებები, უკრაინელი და ქართველი ხალხის სახეში შეფურთხებად შეაფასა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ყოველწლიურ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.
„მიმაჩნია, რომ ის რასაც სააკაშვილი აკეთებს, არის შეფურთხება ქართველი და უკრაინელი ხალხის სახეში. როგორ ითმენთ ამ ყველაფერს?“
პუტინის თქმით, სააკაშვილი ადრე დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს პრეზიდენტი იყო, ახლა კი „უკრაინაში დაქრის და მთელი მსოფლიოს გასაგონად ყვირის: „მე უკრაინელი ვარ“.
„უკრაინაში რა, ნამდვილი უკრაინელები აღარ ცხოვრობენ? და უკრაინაც ამ ყველაფერს ითმენს, გესმით? ნამდვილი საცოდაობა ხდება, მე ამის გამო გული მეწვება“- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები