სანდრო ონოფრიშვილი: მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგირო, კურორტის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის

მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგირო, რომელიც 23 დეკემბერს გაიხსნება, კურორტის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის, – ამის შესახებ “კვირას” მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა განუცხადა.
როგორც ონოფრიშვილი აცხადებს, ზამთრის კურორტები დამსვენებლების მისაღებად სრულ მზადყოფნაშია.
სანდრო ონოფრიშვილი ზამთრის ტურისტულ სეზონზე სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამსვენებლების სიმრავლეს ელოდება.
ონოფრიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას მესტია-ჰაწვალის ახალ საბაგიროზე ამახვილებს და ამბობს, რომ აღნიშნული პროექტი კურორტის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის. აღნიშნული საბაგირო მესტიის ცენტრიდან პირდაპირ საბაგიროთი ჰაწვალის კურორტთან დაკავშირება მოხდება.
„ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პროექტი ეს არის მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა. საბაგირო 23 დეკემბერს საზეიმო ვითარებაში გაიხსნება. მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო და ის მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა ავსტრიულმა კომპანიმა „დოპელმაიერმა ” განახორციელა. საბაგიროს სიგრძე 1200 მეტრია და ის 6 ადგილიანი, ღია სავარძლის ტიპისაა. ის მესტიის ცენტრიდან კურორტ ჰაწვალზე გადაიყვანს ვიზიტორებს, მათ რვა კილომენტრიანი გზის გავლა აღარ მოუწევთ. ჩვენ ასევე განვახორციელეთ მცირე ზომის საბაგირო პროექტები სვანეთის მაღალმთიან სოფლებში – უშგულში, ეცერში, უშხვანარში, მაზერსა და დაბა ლენტეხში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონტაჟი, ლენტეხის საბაგიორ დასრულდება იანვარში და დანარჩენი საბაგიროებიც უახლოეს პერიოდში. ეს არის როგორც ტურისტული, ამავდროულად არის სოციალური პროექტიც, რადგან ადგილობრივ მოზარდებსაც მიეცემათ სრიალის სწავლის საშუალება”, – განაცხადა “კვირასთან” საუბრისას ონოფრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები