რუსთავში მომხდარი ავარიის დროს ოთხი ადამიანი დაშავდა

რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, ერთ-ერთი მანქანა ჯერ საგზაო ნიშანს, შემდეგ კი ხეს დაეჯახა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები